საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 01 აპრილი 2021
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღეს განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კომიტეტის აპარატმა რეგლამენტის შესაბამისად გადაამოწმა ყველა ინიციატორის ხელმოწერა, რომელთა ნამდვილობაც დადასტურებულია.

შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის დაწყებას და შესაბამისად „კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის“ შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს.

სხდომაზე განისაზღვრა ხუთი წევრისგან შემდგარი საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვის კომისიის წევრებიც.

ესენი არიან: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი (კომისიის თავმჯდომარე), პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრები - ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზილფიმიანი.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დაცულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნა, რომ კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი ოპოზიციის წარმოამდგენელი უნდა იყოს.

სხდომაზე განიხილეს საქართველოს მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, შემოწმებულია მოქალაქე ბესიკ ქარცივაძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შესაბამისად მას უფლება ეძლევა ლობისტობა გაწიოს „იარაღის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით.

კომიტეტმა ასევე იმსჯელა თეა წულუკიანის ადგიმონაცვლის, ნინო იობაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე და მხარი დაუჭირა მას.

საკითხი დღეს პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R