საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფო კილაძემ და თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 19 მარტი 2018
სოფო კილაძემ და თამარ ტალიაშვილმა ბავშვთა ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას უმასპინძლეს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ნაძალადევის N17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის სოფო კილაძისა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ზღვის უბნის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ბიუროებთან თანამშრომლობით ა(ა)იპ "დემოკრატიის განვითარების სააგენტომ" განახორციელა პროექტი „ბავშვები ბავშვებისთვის“, რომელიც საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვით დასრულდა. პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ხელოვნების კვირეული, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის N8, N9, N11, N12, N48, N112, N113, N129, N138, N142, N143, N149, N154, N159, N190 საჯარო სკოლებმა. განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები, სადაც გადმოსცეს საკუთარი ხედვები და სურვილები.

ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ და შეეძინათ განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მიერ თანატოლების დასახმარებლად შექმნილი ნამუშევრები.

სოფო კილაძის განცხადებით, პროექტის მიზანი მოზარდებში ერთმანეთის მიმართ თანადგომისა და ტოლერანტობის გაძლიერება, მოხალისეობისა და ხელოვნების მიმართ ინტერესის წახალისებაა. მან მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ ბავშვებს, სახელმწიფო სტრუქტურებსა და თითოეულ ადამიანს, რომლებმაც იდეა რეალობად აქციეს.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქ.თბილისის მერიას, მერიის კულტურის სამსახურს, პროექტში მონაწილე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც შესანიშნავი ნამუშევრები შექმნეს და მადლობა სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციებს, მასწავლებლებს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ამ ღონისძიების წარმატებულად ჩატარებაში“, - განაცხადა სოფო კილაძემ. მისი თქმით, საგულისხმოა, რომ აღნიშნული პროექტით ბავშვები ერთმანეთის თანადგომასა და ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ.

„შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. ასეთი ტიპის ღონისძიებები, ერთი მხრივ, ჩვენს მომავალ თაობას ადრეული ასაკიდანვე უღვივებს ურთიერთთანადგომისა და ტოლერანტობის განცდას, მეორე მხრივ, მოსწავლეებში ხდება ხელოვნებისადმი მეტი ინტერესის გაჩენა", - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში თამარ ტალიაშვილმა.

საქველმოქმედო ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ ბავშვებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
19 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
19 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
18 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
17 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R