საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტის სპეციალისტს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 14 Apr 2021
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ესპანელ სპორტის სპეციალისტს შეხვდნენ

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და კომიტეტის წევრები საკალათბურთო კლუბის „ბასკონიის“ და საფეხბურთო გუნდის „ალავესის“ გენერალურ მდივანს, ხესუს ვასკესს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების და სპორტის სტრატეგიის დოკუმენტის მომზადების საკითხები განიხილეს.

აღინიშნა, რომ წლების წინ, როდესაც ხესუს ვასკესს ქალაქ ვიტორიას ვიცე-მერის პოზიცია ეკავა, იმ პერიოდში ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობის სპორტული აქტივობა განსაკუთრებით გაიზარდა, რაშიც დიდი წვლილი სწორედ მაშინდელ ვიცე-მერს მიუძღვის.

შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს დაკვეთით, საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე ესპანურმა კომპანიამ იმუშავა და დოკუმენტის მომზადებაში აქტიური მონაწილეობა ხესუს ვასკესმა მიიღო.

ამ ეტაპზე კი, სამინისტრო სპორტის სტრატეგიის დოკუმენტზე იწყებს მუშაობას და კომიტეტის სურვილია აღნიშნულ სტრატეგიის მომზადებაში ასევე ჩაერთოს ესპანელი სპეციალისტი თავის გამოცდილ გუნდთან ერთად.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა აღნიშნეს და აქტიურ კომუნიკაციაზე შეთანხმდნენ.

ესპანელ სპეციალისტთან გამართულ შეხვედრას კომიტეტის წევრების გარდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც დაესწრნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R