საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება

მედია და საზოგადოება 12 თებერვალი 2021
თამარ ტალიაშვილი: ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდობა, მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება
ევროსაბჭოს კონგრესის საწესდებო ფორუმის და ბიუროს სხდომის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი მონაწილეობდა, რომელიც ამავდროულად ევროსაბჭოს კონგრესის ვიცეპრეზიდენტია.

„მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენი მხრიდან იმ საკითხის ხაზგასმა, რომელიც ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ეხებოდა: საქართველოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ახალგაზრდობის მონაწილეობით დემოკრატიის გაძლიერება გაცხადებული იქნა, როგორც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამან განაპირობა ის, რომ პრაქტიკულად, თავმჯდომარეობის ფარგლებში, ყველა წევრ ქვეყანას მიეცა საშუალება იმისა, რომ გაეძლიერებინა თავისი პოლიტიკა ახალგაზრდობის სფეროში. ჩვენმა ამ პრიორიტეტმა ძალიან დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში და უშუალოდ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისგანაც.

ჩვენი მხრიდან ასევე ხაზგასმული იქნა ის გარემოება, რომ საქართველოსთვის ახალგაზრდობა არის პრიორიტეტული მიმართულება და ამას კიდევ ერთხელ მოწმობს ის, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ახალი დელეგაციის პირველივე ვიზიტის დროს, ჩვენ მიერ სარეზოლუციო ინიციატივა იქნა დაყენებული, რომელიც ახალგაზრდობას და მედიას ეხება და ამ რეზოლუციამაც ერთხმად მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შესაბამის კომიტეტზე.

ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ახალგაზრდების წინაშე მდგარი ამოცანები, როგორც კოვიდ პანდემიის შედეგად, ისე გლობალურ ასპექტშიც პრიორიტეტულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი გამოწვევების გადაჭრა და მათთვის მეტი შესაძლებლობების შეთავაზება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R