საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა

მედია და საზოგადოება 01 მარტი 2021
თამარ ტალიაშვილი საქპატენტის ხელმძღვანელობას შეხვდა
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ტალიაშვილი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტის) თავმჯდომარეს, მინდია დავითაძეს და მის მოადგილეს, ნინო ჩიქოვანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აქტუალობაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნების შესრულების მიზნით ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მნიშვნელობას.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული განვითარებისათვის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა კრეატიულ და ინოვაციურ სფეროებში არსებითად მნიშვნელოვანია. საკითხი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში. ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ამ სფეროში მათთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის. სწორედ ახალგაზრდები წარმოადგენენ ახალი ტექნოლოგიების, ასევე ინტერნეტში საავტორო ნაწარმოებების ყველაზე აქტიურ მომხმარებლებს. ასევე მათ განსაკუთრებით დიდი პოტენციალი გააჩნიათ თავად შექმნან ინოვაციური და შემოქმედებითი პროდუქცია, იქნება ეს დიზაინი, გამოგონებები, სახელოვნებო თუ ლიტერატურული ნაწარმოები. შესაბამისად, ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ახალგაზრდებზე ორიენტირებული და მათზე მორგებული პროექტების შესამუშავებლად.

შეხვედრის დასასრულს მხარეები თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და კომიტეტსა და საქპატენტს შორის სამომავლო ურთიერთობების მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R