საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია

მედია და საზოგადოება 20 აპრილი 2021
თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია
„გასულ წელს საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ, 12-ზე მეტი წლით დაატყვევა ზაზა გახელაძე - ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევისა. ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას ახდენს და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

„აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ წონას და ხმას მატებს ევროპული საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლის და სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, აღნიშნულ ქართულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კულტურულ იდენტობას“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ დაატყვევა საქართველოს მოქალაქე - ზაზა გახელაძე და ეს ინციდენტი ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს უხეშად არღვევს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს და ეფექტურად მოახდინოს ზეწოლა ოკუპანტ ძალაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა. მინდა გავიხსენო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის შთამბეჭდავი სიტყვები - „მნიშვნელოვანია, ვიყოთ პრობლემის გადაწყვეტის მონაწილეები“. ევროპის საბჭოს სტრატეგიისათვის პრიორიტეტი სწორედ პრობლემების გადაწყვეტა უნდა იყოს. ამრიგად, მჯერა, რომ ევროპის საბჭოს პრიორიტეტების ფარგლებში, ევროპის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისა და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R