საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენდერული თანასწორობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

მედია და საზოგადოება 15 მარტი 2021
თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენდერული თანასწორობის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტი-დისკრიმინაციული კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილული იყო ქალთა გაძლიერება პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში გადაწყვეტილებების მიღების დონეზე, სოციალური ნიშნით დისკრიმინაციის შემცირების ღონისძიებები, უსაფრთხოების და მართლმსაჯულების გამოწვევები ქალებისთვის, რომელიც მონაწილეობენ სამშვიდობო პროცესებში.

კომიტეტის სხდომაზე განიხილეს გაეროს 2021წლის თანასწორობის მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიის მსოფლიო ფორუმთან, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევებს ეხება და ეს არის თანასწორობა, დემოკრატია და გარემოს დაცვა.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტი- დისკრიმინაციული კომიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, სადაც ევროპის საბჭოს 47 ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით გენდერული მიმართულებით განიხილება და არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას ეყრება საფუძველი.
მე მქონდა პატივი მიმეღო მონაწილეობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კამპანიაში „ქალთა უფლებები-ადამიანის უფლებებია. კომიტეტის მიერ, დღეს განხილული საკითხები და მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ უფრო გააძლიერებს გოგონების და ქალებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ იყვნენ აქტიურები საზოგადოებრივ, საჯარო და პოლიტიკურ ცხოვრებაში, გარდა ამისა ეს იქნება მეტი მოტივაცია მათი განათლებისა და კარიერის დაგეგმვის პირობებში. ასევე მნიშვნელოვანია კომიტეტის მუშაობა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევისთვის,“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R