საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს

მედია და საზოგადოება 12 აპრილი 2021
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს
სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემოზე მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების გავლენის შესახებ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, შალვა ლომიძეს მოუსმინეს.

„კომიტეტმა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს და სტრატეგიულ პარტნიორს - ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს უკვე მოუსმინა. საკომიტეტო ფორმატში მსგავსი მოსმენების სერია გრძელდება და დღეს მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოხსენებას მოვისმენთ. მოგეხსენებათ, ამ შეთანხმების შედეგად სამხრეთ კავკასიაში რუსული სამხედრო წარმომადგენლობა გაიზარდა, რაც საფრთხის შემცველია და გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად რეგიონული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისივე განცხადებით, დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე, ბოლო დროს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში - უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კომიტეტი დაზვერვის სამსახურის შეფასებებსაც მოისმენს.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკომიტეტო მოსმენა დახურულ ფორმატში გაგრძელდა, სადაც საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ლომიძემ და დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დეპარტამანეტის დირექტორმა, გივი თუმანიშვილმა კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის ფორმით, შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს.

კომიტეტის დასრულების შემდეგ სხდომაზე განხილულ საკითხებზე კომენტარები გაკეთდა.

„თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის ანგარიში მოვისმინეთ. მომხსენებელმა მოგვაწოდა ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი ვითარების და გავლენის შესახებ. ცნობილია, რომ ამ შეთანხმების შედეგად სამხრეთ კავკასიაში რუსული ქმედებები და მისი წარმომადგენლობა გაიზარდა, რაც საფრთხის შემცველია რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალური, ამომწურავი და კვალიფიციური ანალიზი მოვისმინეთ. საფრთხეების საპასუხოდ, რომელიც რეგიონში არსებობს და რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა, თავისთავად საქართველოს ხელისუფლება მუდმივ ადაპტაციას ახდენს და ის ღონისძიებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ - ჩვენი თავდაცვის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოს და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევებს პასუხობს. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ჩვენ საუბარი გვქონდა უკრაინაში განვითარებულ პროცესებზე და ამის შესახებ დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაც მოვისმინეთ. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონში და შავ ზღვაზე რუსეთის აგრესიული და დესტრუქციული ქმედებები, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების წინააღმდეგ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია და აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი და ადექვატური რეაგირება“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

„კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრების მხრიდან საინტერესო კითხვები დაისვა საქართველოს უსაფრთხოებისთვის ჩვენი სამსახურის მნიშვნელობაზე. კომიტეტის წევრებს დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებული ანალიზი და შეფასებები გავაცანით და წარმოვადგინეთ ის გამოწვევები, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა საქართველოს წინაშე აღმოჩნდეს“, - აღნიშნა დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დეპარტამანეტის დირექტორმა, გივი თუმანიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R