საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) დელაგაციას შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 16 Nov 2018
ანრი ოხანაშვილი და გიორგი კახიანი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) დელაგაციას შეხვდნენ

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის (ICOIC) პრეზიდენტს და კომისიის წევრებს შეხვდნენ.

ანრი ოხანაშვილმა და გიორგი კახიანმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის მიერ საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისა და პარლამენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ურთიერთობის შესახებ, ასევე კანონშემოქმედებითი და საკომიტეტო საქმიანობის თაობაზე.

„მათთვის საინტერესო იყო მოგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ ახორციელებს პარლამენტი საზედამხედველო ფუნქციას. დელეგაციის წევრები, ასევე, დაინტერესდნენ როგორ ხდება პარლამენტის საკონსტიტუციო სასამართლოსთან და იმ ორგანოებთან თანამშრომლობა, რომელთა ხელმძღვანელებსაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს. შეხვედრისას ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პროცედურებზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე და საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობაზე“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა.

ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის კონსტიტუციის იმპლემენტაციაზე ზედამხედველობის დამოუკიდებელი კომისიის დელაგაცია საქართველოში „მშვიდობისა და კანონის უზენაესობის მაქს პლანკის საერთაშორისო ფონდის“ ორგანიზებით იმყოფება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R