საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი ისკო დასენი და თბილისის მერი დავით ნარმანია რუმინეთის ელჩს საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბას შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესურთიერთობების შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წელს ითვლის. დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია რუმინეთის გამოცდილების გაზიარება პარკირების სისტემის მოწესრიგების მიმართულებით.
აღინიშნა, რომ დედაქალაქის მიერია ტურიზმის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის პროექტებზე აქტიურად მუშაობს, რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში მეტ დატვირთვას იძენს.
რუმინეთის ელჩმა თბილისის მერს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაში აქტიური მხარდაჭერა აღუთქვა.