საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 27 ნოემბერი 2018
ლევან გოგიჩაიშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სახელით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობით.

ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გახსნილია ნებისმიერი პირისათვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა.

„სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების და ზოგადად, ნებისმიერი მოქალაქის აქტიურობა პარლამენტის საქმიანობასთან მიმართებაში დამოკიდებულია არა პარლამენტის წევრების კეთილ ნებაზე, არამედ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილია საქართველოს კანონმდებლობით, კონკრეტულად პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, მათ არ აქვთ პრობლემა. თუ ადამიანებს აქვთ სურვილი, მათთვის საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

ლევან გოგიჩაიშვილი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს ესაუბრა პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე.

„ახალი რეგლამენტის მიხედვით, ჩვენ კიდევ უფრო მეტ მექანიზმს ვაძლევთ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგნელებს და საქართველოს მოქალაქეებს, რომ მიიღონ აქტიური მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში, მათ შორის, კანონშემოქმედებით პროცესში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა.

როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, პარლამენტის წევრების ინტერესია, რომ კიდევ უფრო ღია იყოს საქართველოს პარლამენტი, კიდევ უფრო გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საქართველოს მოქალაქეების კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პარლამენტის საშუალებით.

„ვფიქრობ, რომ ყოველი მომავალი დღე, მომავლი სესია კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი წარმომადგენლების - პარლამენტის წევრების მეშვეობით მათ აკონტროლონ ხელისუფლება და მონაწილეობა მიიღონ ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
22 მაისი 2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
18 მაისი 2021

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება
15 მაისი 2021

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა
14 მაისი 2021

დავით მათიკაშვილმა სტუდენტური პარლამენტის წევრებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ანრი ოხანაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა
07 მაისი 2021

ანრი ოხანაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R