საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

მედია და საზოგადოება 15 მაისი 2021
საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრები გრძელდება

საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა, რომელზეც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეების შერჩევის საკითხები განიხილეს.

საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სამუშაო ჯგუფის წევრებს ვერსიის დონეზე წარედგინა ინიციატივა, რომლიც თავმჯდომარის ორი მოადგილის ყოლას ითვალისწინებს, საიდანაც ერთი მოადგილე პროფესიული ნიშნით, ხოლო მეორე ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან შეირჩევა.

როგორც შეხვედრის შემდეგ, სამუშაო ჯგუფის წევრებმა განმარტეს, ორშაბათს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, საკითხის ირგვლივ მსჯელობა და დისკუსია კი სამომავლოდ საკომიტეტო მოსმენების ფორმატში გაგრძელდება.

„დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, პოზიციები კიდევ უფრო დაახლოვდა და შეუთანხმებელი საკითხების რაოდენობა უფრო მეტად შემცირდა. ჩვენი მთავარი ამოსავალი პრინციპია მალე დავასრულოთ ეს მოლაპარაკებები და გადავიდეთ უკვე საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც შინაარსობრივ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება. რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის საკითხს - ჩვენ ვერსიად განვიხილეთ, რომ შესაძლებელია იყოს ორი მოადგილე, საიდანაც ერთი იქნება უფრო მეტი კვალიფიკაციის და პროფესიული ნიშნით შერჩეული, ხოლო ერთი მოადგილე იყოს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების მიერ წარდგენილი. ძალიან ბევრი კომპლექსური საკითხი დარჩა, რომლებსაც დამატებითი მსჯელობა სჭირდება საკომიტეტო ფორმატში, ამიტომ შევთანხმდით, რომ იქნება საკითხები რასაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში გადავიტანთ და შემდეგი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ პრინციპული საკითხები პრაქტიკულად აღარ დარჩება შეუთანხმებელი. მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები რაც არის „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმების ერთგული რჩება და როცა საუბარია, რომ ოპოზიციას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე უნდა ჰყავდეს, ეს იქნება გარანტირებული“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R