საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 05 ივლისი 2018
სოფო კილაძე და გიორგი კახიანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის „პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ დელეგაციას შეხვდნენ.

შეხვედრის მთავარი თემა იყო საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და ამერიკელი პარტნიორების გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკელი კოლეგებისა და ხალხის მხარდაჭერა იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომელთაც საქართველოში ვახორციელებთ ადამიანის უფლებების მიმართულებით. მათი გამოცდილების გაზიარება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისთვის არის, ასევე, წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ, საკონსტიტუციო და რეგლამენტის რეფორმის ფარგლებში, ვცდილობთ გავზარდოთ საპარლამენტო კონტროლი. როცა ვამბობთ, რომ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო კონტროლიც უნდა იყოს სათანადო სიმაღლეზე. დღესდღეობით ამის ბერკეტები არ გაგვაჩნია და ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ამ მექანიზმებს. ამ საქმეში ამერიკელი პარტნიორების ჩართულობა და მათი გამოცდილების გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ამერიკას აქვს ძლიერი საპარლამენტო კონტროლის ხანგრძლივი გამოცდილება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

„ამერიკის შეერთებული შტატები ეს არის ის სახელმწიფო, სადაც მთავრობის წევრებზე კონტროლის მექანიზმები ძალიან ეფექტურია. კომისიის წევრებისგან მოვისმინეთ თუ როგორი პრაქტიკა არსებობს შეერთებულ შტატებში ამ თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში და რომელიც მიმართულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისკენ. ამ კონტექსტში ჩვენს პარტნიორებთან გავცვალეთ მოსაზრებები“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს
21 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

მსგავსი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
19 მაისი 2021

18 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა
17 მაისი 2021

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R