საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ბუნდესტაგის სტიპენდიატს და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 10 თებერვალი 2016
უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ბუნდესტაგის სტიპენდიატს და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ბუნდესტაგის სტიპენდიატს და საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა. პარლამენტის წევრმა დასაწყისში მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისა და პარლამენტში სტაჟირების გავლის შესაძლებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ამასთანავე ისიც აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის მიესალმება ისეთ მოტივირებულ ახალგაზრდებთან შეხვედრებს, რომლებიც სამომავლოდ საკუთარ თავს საჯარო სფეროში ხედავენ. 
შეხვედრის ძირითადი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, ამიტომ, დიალოგიც დასმული კითხვების შესაბამისად წარიმართა. სტუდენტების კითხვები სხვადასხვა თემას შეეხებოდა, მათ შორის პარლამენტის ქუთაისში გადატანას, სამომავლო გეგმებს, ეკონომიკას, ევროკავშირის გამოწვევებს და ა.შ.

უმცირესობის ლიდერმა ხელისუფლების ცვლილების განხილვას მნიშვნელოვანი დრო დაუთმო და განაცხადა, რომ ეს იყო დემოკრატიულობის განმსაზღვრელი ერთგვარი ტესტი, რომელიც საქართველომ წარმატებით ჩააბარა. „ არჩევნებში არსებობენ წაგებულები და მოგებულები, რომლებიც ერთმანეთს ცვლიან, ეს არის ერთგვარი ნორმა დემოკრატიული ქვეყნისთვის, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა წაგებული პარტია არ გაქრა, პარტიის გაქრობა დემოკრატიული უმწიფრობისა და პოლიტიკური ქაოსის მიმანიშნებელი იქნებოდა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ ვიზალიბერალიზაციის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროფესიული კადრების გადინების საფრთხე, აღნიშნული კუთხით გადადგმული ნაბიჯები საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონეა ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ბევრი სხვა თვალსაზრისით.

იგი ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საწყის ეტაპზე ეტაპობრივად უნდა მოხდეს ცვლილებების განხორციელება, რათა ეს ცვლილებები უარყოფითად არ აისახოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

დეპუტატმა საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებლად გასატარებელი ღონისძიებების განხილვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური აღმავლობისა და ბიზნესის განვითარებისთვის საჭიროა ცვლილებები, ბიზნესის კეთების პროცედურების გამარტივება, შეღავათების დაწესება, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, შეღავათიანი კრედიტების გაცემა და ა.შ. 
„ ბიზნესის განვითარებას ბევრი მიზეზი უშლის ხელს, მათ შორის საზოგადოებაში არსებული ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ბიზნესმენტალიტეტი, რაც იმითაც აიხსნება, რომ ჩვენ, უბრალოდ, არ გაგვივლია კაპიტალიზმის ეტაპი და შესაბამისად, ნაკლები რამ ვიცით საბაზრო ურთიერთობების შესახებ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

უმცირესობის ლიდერმა ასევე დიდი დრო დაუთმო ტერიტორიული მთლიანობის საკითხების განხილვასაც და განაცხადა, რომ ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ისეთი საერთაშორისო გარემოს ფორმირება, რომელიც არ დაუშვებს ოკუპაციის აღიარებას და საქართველოს შეცვლილი გეოგრაფიის დაკანონებას, რისთვისაც აუცილებელია, არაღიარების პოლიტიკის გატარება და ყველა რეზოლუციაში, ევროკავშირისა თუ გაეროს დოკუმენტში ოკუპაციის ხშირი ხსენება. 

დავით ბაქრაძემ წარსული გამოცდილების შესახებაც ისაუბრა, მისი თქმით, აუცილებელია წარსულის მუდმივი ანალიზი, რადგან სწორედ ძველი გამოცდილება ქმნის მომავალს, დაშვებული შეცდომის მაგალითებად კი გადაჭარბებული სიმკაცრე საგადასახადო სისტემაში, მართლმსაჯულებაში და სხვა ფაქტები დაასახელა. 

საკადრო საკითხთა დეპარტამენტის ორგანიზებით სტაჟიორებისა და პრაქტიკანტების შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტის თავმჯდომარეებთან და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებთან სისტემურ ხასიათს ატარებს, რაც საკანონმდებლო პროცესებში მათი ჩართულობის ხარისხის ამაღლების და აღნიშნული პროცესების მეტი ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება. უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრას პარლამენტის საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, დიანა ასათიანი დაესწრო.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R