საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელეს

მედია და საზოგადოება 26 ივნისი 2019
საპროცედურო საკითხთა და წესებისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელეს

საპროცედურო საკითხთა და წესების  და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დეპუტატებმა პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისათვის თანხმობის მიცემის საკითხზე იმსჯელეს და ექვსსაათიანი სხდომის ბოლოს მხარი დაუჭირეს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საკითხს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საკითხს მხარი ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა ერთის წინააღმდეგ, იურიდიულ კომიტეტში კი ცხრა მომხრე და სამი მოწინააღმდეგე იყო.

საკითხი დღესვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა განსახილველად. კენჭისყრის წინ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა კიდევ ერთხელ განუმარტა კოლეგებს, რა გადაწყვეტილებას უყრიან კენჭს.

„ჩვენი თანხმობის შემთხვევაში პროკურატურას გაუჩნდება უფლება მიმართოს სასამართლოს ნიკანორ მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ. ჩვენი გადაწყვეტილება აისახება კომიტეტის დასკვნაში. საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე“.

კომიტეტების გაერთიანებული სხდომა პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ კამათით დაიწყო. რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ამირან გულუაშვილმა გენერალური პროკურატურის მიმართვა გააცნო დეპუტატებს, რომელშიც ნათქვამია: „ნიკანორ მელიას მიმართ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების როგორც ფორმალური, ისე ფაქტობრივი საფუძვლები. მას ბრალი ედება საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული, მძიმე კატეგორიის, ძალადობრივი დანაშაულის ჩადენაში. მან შეძლო დაეყოლიებინა მშვიდობიანი მომიტინგეები სამართალდამცავებზე ძალადობრივ თავდასხმაში, რომელიც სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას“.

საპარლამეტო ოპოზიციის წევრებმა იმ მტკიცებულებების გაცნობა მოითხოვეს, რომლის საფუძველზეც პროკურატურა პარლამენტს ნიკანორ მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტას მოითხოვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, საკითხის კენჭისყრამდე საჭიროა მოისმინონ მყარი და უტყუარი არგუმენტები, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას, პროკურატურის წარმომადგენლებს მიმართა დაეკონკრეტებინა არსებული მტკიცებულებები და განემარტა რას მიუთითებენ ეს მტკიცებულებები.

„დამატებით კითხვებზე პასუხები გვჭირდება, რათა სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. გვჭირდება არგუმენტები, რადგან საუბარია დეპუტატზე და მის დაპატიმრებაზე. ასე მარტივად თანხმობის გაცემა, პრეცედენტის დაშვებაც არ შეიძლება, რაც არ უნდა არ მომწონდეს ნიკა მელია. ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების თავიც არ აქვს ამ ხალხს, არც მას, არც მის თანაგუნდელებს და არც სააკაშვილს, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მოვიქცეთ სწორად“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სხდომაზე გაისმა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები ნიკანორ მელიას ბრალეულობის შესახებ.

სხდომაზე გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ამირან გულუაშვილმა თანმიმდევრულად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს. მისი განცხადებით, მიზანშეწონილად მიაჩნია აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენება.

„ნებისმიერი არალეგიტიმური საფუძველი, თუნდაც პოლიტიკური სიმპათიები და ასე შემდეგ, მოცემულ საკითხში უნდა იყოს არარელევანტური, რადგან არ შეიძლება პოლიტიკური თანამდებობის, საპარლამენტო იმუნიტეტის ქონის გამო დეპუტატი განსხვავდებოდეს სხვა რიგითი მოქალაქისგან. თუ სხვა რიგითი მოქალაქე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უნდა დაექვემდებაროს გარკვეულ სისხლისსამართლებრივ პროცედურებს, ანალოგიური უნდა განხორციელდეს ყველა სხვა პირის მიმართ, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა თუ თანამდებობრივი მდგომარეობისა“, - განაცხადა მან.

დამაზუსტებელი კითხვებისა და პასუხების ამოწურვის შემდეგ, პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა და დამსწრე დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილ საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R