საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ზაზა ლომინაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 08 აპრილი 2021
ზაზა ლომინაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს, მათივე თხოვნის საფუძველზე, შეხვდა.

ზაზა ლომინაძემ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს წარმოადგენენ, მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - სად გადის დედამიწის ღერძი? ანუ საუბარი შეეხო იმას, თუ უკვე დღეს რა უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა იმისათვის, რომ შემდგომში იყვნენ წარმატებულები, როგორ გახდნენ თავიანთი საქმის პროფესიონალები.

შეხვედრა შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ყველაზე მეტი ინტერესი, ბუნებრივია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე  შექმნილ მდგომარეობასთან და ვაქცინაციასთან დაკავშირებით გამოიხატა. ეს ინტერესი იმანაც განაპირობა, რომ სტუდენტებს შეხვედრა პროფესიით მედიკოსთან და გამოცდილ სპეციალისტთან ჰქონდათ.

გარდა ამისა, მრავალრიცხოვანი  კითხვები მოიცავდა ასევე სხვადასხვა სფეროს, მათ შორის, პარლამენტის, კომიტეტის მუშაობას და საკანონმდებლო საქმიანობას, შრომითი უფლებების განსაკუთრებით დღეს, პანდემიის პირობებში დაცვას. ყურადღება დაეთმო გალის რაიონიდან მოსახლეობის სახელმწიფოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საკითხებსაც, რათა შემდგომში აღარასოდეს მოხდეს ისეთი ტრაგედია, რასაც ამ დღეებში ჰქონდა ადგილი ენგურზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები გავაკეთეთ ამ პრეზენტაციის დროს, თუ როგორ შენდება სახელმწიფო, თუ როგორ უნდა ააშენონ თავიანთი მომავალი თვითონ ახალგაზრდებმა, რამდენი უნდა ისწავლონ და როგორ დახარჯონ თავისუფალი დრო ხვალინდელი საქართველოს საკეთილდღეოდ, თავიანთი ოჯახის საკეთილდღეოდ.  სწორედ ასეთი ახალგაზრდობა წარმოადგენს საქართველოს მომავალს“, -  განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სტუდენტების განცხადებით კი, შეხვედრაზე, რომელმაც ორ საათზე მეტხანს გასტანა, ბოლომდე მაინც ვერ ამოწურეს განსახილველი თემები და პარლამენტის წევრთან კიდევ ერთხელ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R