საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 26 მარტი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ამ დარგის მიღწევებსა და პრობლემებზე იმსჯელეს.

ნინო წილოსანის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ერთი მხრივ, მეწარმეებს მათი მოქმედების სფეროში არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები გააცნონ, მეორე მხრივ კი, მრეწველებისგან მიიღონ ინფორმაცია დარგში არსებულ შესაძლო პრობლემებზე, როგორც საკანონმდებლო კუთხით, ასევე აღსრულების ნაწილში. მისივე თქმით, კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გააქტიურება შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო აქტიურად დაეხმარონ მეწარმეებს.

შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში შესატანი იმ ცვლილებების პროექტი გააცნო, რომლებიც უშუალოდ მათი წარმოების სფეროს ეხება. თავის მხრივ, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელთა გათვალისწინებამ მათივე აზრით, ხელი უნდა შეუწყოს მეწარმეთა წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას. ბოლო დროს პრობლემათა შორის განსაკუთრებით აქტუალური გახდა მეზობელი ქვეყნების ბაზრის გაჯერება ფალსიფიცირებული ე. წ. ქართული ღვინით, რომელიც მეზობელ ქვეყნებშია წარმოებული, ხოლო მისი რეალიზაცია ხდება როგორც ქართულის, ქართული წარწერით. ეს კი მნიშვნელოვანწილად ხელს უშლის ქართველ მეღვინეებს და ამ პრობლემის მოგვარება მათი აზრით, მხოლოდ სახელმწიფოს ხელეწიფება.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ალკოჰოლური სასმელების წარმოებას მნიშვნელოვანი წილი უკავია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ექსპორტში და კომიტეტი ყოველთვის მზადაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაეხმაროს ადგილობრივ მეწარმეებს.

„ყველა იმ თემას, რომელიც მათთვის საინტერსო და მნიშვნელოვანი იყო, შევისწავლით და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამთ პრობლემების მოგვარების მიზნით, მათ შორის, ქართული ღვინის ფალსიფიკაციისგან დასაცავად რუსეთსა და უკრაინაში. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო მექანიზმს. სამწუხაროდ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ართულებს, თუმცა რეალური შესაძლებლობა გვაქვს უკრაინასთან მიმართებაში ქართული ღვინის უნიკალურობა დავიცვათ, რათა იქ ქართული ღვინის ფალსიფიცირებას მოეღოს ბოლო“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R