საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აგრარულ საკითხთა კომიტეტში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

მედია და საზოგადოება 25 მარტი 2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

აგრარულ საკითხთა კომიტეტში, კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა საქართველოში უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჰიბრიდულ რეჟიმში გაიმართა, მოწვეული სტუმრების ნაწილი მას დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა.

უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა კანონმდებლებს გააცნეს მათ სფეროში არსებული პრობლემები, რომლებიც გარკვეულწილად უშლის ხელს ქვეყანაში უალკოჰოლო სასმელების წარმოების კიდევ უფრო განვითარებას, ადგილობრივი წარმოების წახალისებას, ახალი ბაზრების ათვისებას. საუბარი შეეხო ასევე დაბეგვრის რეჟიმებს და მარკირების საკითხებს, ექსპორტ-იმპორტს, საწარმოო პოტენციალის ზრდას და სხვა.

„ეს კომპანიები, ფაქტობრივად, ერთ-ერთი უმსხვილესი აქტორები არიან როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში, ასევე ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის განვითარებაში, ამიტომ მათი მოსაზრებები საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. საინტერესო იყო ის საკითხები და გამოწვევები, რომელიც ამ სფეროში არსებობს და რომელზეც რეაგირებას მოკლე ვადაში ელიან, ვინაიდან მათი გადაუჭრელობა მნიშვნელოვნად უშლის ხელს მათი საწარმოო და საექსპორტო პოტენციალის ზრდას. ამიტომ, ჩვენც ასევე სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ იმისთვის, რომ დროულად უპასუხოს სახელმწიფომ მსგავსი დიდი რესურსის მქონე წარმოებების და დიდი ბიზნეს-აქტორების საჭიროებებს. ასევე იქნა განხილული მცირე მწარმოებლების პრობლემები, რომელთა მიმართებაშიც ასევე აუცილებლად გვექნება სათანადო რეაქცია“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამავე კომიტეტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი.

ნინო წილოსანის განცხადებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტი ინტენსიურად ხვდება ყველა იმ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ დაკავშირებულია კომიტეტის კურატორობის ქვეშ მყოფ სფეროებთან და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გააგრძელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R