საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აკაკი ზოიძე: „2018 წელი საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 05 თებერვალი 2019
აკაკი ზოიძე: „2018 წელი საპარლამენტო დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იყო“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის საქმიანობის შეფასებისას აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების და პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერების კუთხით, გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო. 

„საქართველოს კონსტიტუციამ და პარლამენტის რეგლამენტმა ახალი ქმედითი ბერკეტებით აღჭურვა პარლამენტი არამხოლოდ საკანონმდებლო პროცესის სრულყოფის და საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების მიმართ, არამედ ასევე ძალიან მკაფიოდ გამოკვეთა პარლამენტის მესამე კონსტიტუციური პასუხისმგებლობაც და ვალდებულებაც, რაც პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დამტკიცება და შექმნაა“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძემ კომიტეტის სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესზე საუბრისას, აღნიშნა, რომ დარგის სპეციალისტების ჩართულობით, არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით გრძელვადიანი ხედვა მომზადდა.

მისივე ინფორმაციით, კომიტეტი ამჟამად აქტიურად მუშაობს იმ ინიციატივებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმებია დაგეგმილი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მიმართულებით და გვსურს მათი კონცეფციის ფორმით დამტკიცება. რეფორმის ძირითადი არსი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა, ასევე წამლებზე დანახარჯების ფაქტორების მოხსნა იქნება“, - განაცხადა აკაი ზოიძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R