საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 26 აპრილი 2021
დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპელი მედიატორების ჩართულობით გამართულ მოლაპარაკებებს შეეხო.

„ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპელი მეგობრების დახმარებით მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. ის გამოთქვამს იმედს, რომ ამ შეთანხმებას ოპოზიციის სრული შემადგენლობა შეუერთდება, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი იმ შემადგენლობით, რომლითაც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია და სტაბილურად გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას. ელჩმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება სტაბილურობა, რადგან დესტაბილიზაციაში დაინტერესებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად ხელს უწყობს, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, რომ ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და საქართველო დამოკიდებული იყო ჩვენს გეოგრაფიულ მეზობელზე - რუსეთზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, შეხვედრაზე გლობალური პანდემიის შესახებ ისაუბრეს და პანდემიასთან ბრძოლაში, ისრაელის გამოცდილება განიხილეს. ხაზი გაესვა ჯანდაცვის სამსახურების მიერ მოწოდებული რეკომენდაციების სათანადოდ შესრულებისა  და ვაქცინაციის მნიშვნელობას.

„ისრაელის გამოცდილება გვახსენებს, რომ პანდემიასთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ წესების დაცვით, რაც ჯერ კიდევ შეუცვლელი იარაღია - ეს არის ნიღბის მოხმარება, ფიზიკური დისტანცირება და ვაქცინაცია. ამ საკითხებთან დაკავშირებით, იყო ჩვენი აზრების თანხვედრა. აღვნიშნე, რომ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, რისი დეფიციტიც გვაქვს, ასევე, გვაქვს ვაქცინების დეფიციტი, რაც გარკვეულწილად, მსოფლიოში არასამართლიანი გადანაწილების გამოც ხდება. ამ ფონზეც, ამ რეალობიდან მეტი აქტივობით უნდა გამოვიდეთ და მოვახერხოთ ქვეყანაში მეტი ვაქცინის შემოტანა, მოქალაქეების დარწმუნება, რომ ხსნა არის მხოლოდ ამაში და არა უსაფუძვლო აქციებში, რომ მხოლოდ შეზღუდვების მოხსნის სურვილით და რომ ეს მხოლოდ აქციებით იქნება მიღწევადი - არის მცდარი და სახიფათოც, ამიტომ მნიშვნელოვანია, დავიცვათ წესები და სახელმწიფომ, ვინც არის პასუხისმგებელი ამ პროცესის სწორად მართვაზე, საზოგადოებასთან ერთად, შევძლოთ ვაქცინაციის პროცესის უფრო აქტიურად წარმართვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R