საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

აკაკი ზოიძე: ჩვენი კომიტეტისთვის ამ წლის მთავარი თემა იქნება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 19 სექტემბერი 2019
აკაკი ზოიძე: ჩვენი კომიტეტისთვის ამ წლის მთავარი თემა იქნება მოსახლეობის ხელმისაწვდომობა ხარისხიან მედიკამენტებზე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გამართა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) ფარგლებში წარმოებული თემატური მოკვლევის ზეპირი მოსმენა, რომელიც ეხება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2009 წლის რეფორმის აღსრულებისა და ეფექტიანობის შეფასების პროექტს - „ხარისხიანი სამკურნალო საშუალებების ხელმისაწვდომობა საქართველოში“. 

ზეპირი მოსმენა საჯარო იყო და მასში კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების გარდა, მონაწილეობდნენ ასევე სამთავრობო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები.

საკითხზე მომხსენებლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სხვადასხვა პრიორიტეტების მიუხედავად, დღეს ხელისუფლებისათვის უმთავრეს პრიორიტეტად მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა რჩება.

მიუხედავად ამისა, ამ მიმართულებით პრობლემები კვლავაც რჩება და მათგან უპირველესად ეს მოსახლეობის ხარისხიანი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ეხება.

„ბოლო დროს გამოქვეყნებული კვლევებიც მეტყველებს იმაზე, რომ ისევ კმაყოფილების ინდექსი ყველაზე მეტად არის ჯანდაცვასთან მიმართებაში, თუმცა პრობლემები კვლავაც რჩება და ეს, ძირითადად, მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, უფრო მეტად მის ხარისხს და კიდევ უფრო მეტად - ფასს ეხება. მედიკამენტების ღირებულება არის მუდმივად მზარდი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ალბათ საკანონმდებლო ბაზაც არის გადასახედი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და დამსწრე საზოგადოებას პრობლემებზე გულახდილი დისკუსიისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, 2009 წლის რეფორმა წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონთან მიმართებაში, მიუხედავად იმისა, რომ მას გარკვეული დადებითი შედეგები ჰქონდა, არის გადასახედი და შესაფასებელი.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის შეფასებით, ჩვენი მოქალაქეებისათვის ყველაზე უფრო აქტუალური თემა სწორედაც რომ არის მედიკამენტების ხარისხი და მათზე ხელმისაწვდომობა.

მისი თქმით, რომელი კვლევაც არ უნდა ავიღოთ, ინფლაცია მედიკამენტებთან მიმართებაში გაცილებით უსწრებს მთლიანად ეკონომიკაში ინფლაციას და მეორე მხრივ, მოსახლეობისთვის მედიკამენტები წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას, რაც ჯანდაცვასთან არის მიმართებაში. არადა, როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, 2009 წელს განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო რეფორმის მიზანი მოსახლეობისათვის უსაფრთხო და ხარისხიანი მედიკამენტების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობა, ბაზარზე კონკურენციის გაზრდა იყო.

„ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის მეშვეობით მოვახერხეთ და ძალიან ბევრი ადამიანისთვის კატასტროფული ტვირთი, დაკავშირებული ჯანდაცვის დანახარჯებთან, ან მოვხსენით, ან შევამსუბუქეთ. თუმცა მედიკამენტების შემთხვევაში ეს, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული ავადმყოფების პროგრამა შემოვიდა, რომელიც ძალიან კარგი პირველი ნაბიჯია. ამასთან, ერთი რომ იგი მნიშვნელოვან თვისობრივ ცვლილებას საჭიროებს, მეორეც - მნიშვნელოვანია მისი გაფართოება არა მხოლოდ მოსახლეობის ფენებზე, არამედ იმ წამლებზეც, რომლებსაც ეს პროგრამა ფარავს. ალბათ საჭირო იქნება დაფინანსების სისტემის შეცვლაც“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ეს წელიწადი კომიტეტისთვის იქნება ამ თემაზე მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი.

„ზოგადად, ჯანდაცვაში მთავარი თემა იქნება ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის წელი და უნდა შევძლოთ ამ პრობლემის წელში გადატეხა იქნება ეს საკანონმდებლო ცვლილებებით, თუ სხვადასხვა კანონქვემდებარე აქტებით. გასაგებია, ჩვენ ერთ წელიწადში პრობლემა შეიძლება ვერ გადავჭრათ, მაგრამ უნდა ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ეს პრობლემა გადავჭრათ ამ უახლოესი პერიოდის განმავლობაში“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

აკაკი ზოიძემ იმედი გამოთქვა, რომ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებით, დისკუსიის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საინტერესო წინადადებები და საბოლოოდ შეჯერდებიან პრობლემის მოგვარების გზებზე, ხოლო სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე კი მომავალში კონკრეტულ ქმედებებს განახორციელებენ.

ზეპირი მოსმენის ფარგლებში, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრებს, დაინტერესებულმა პირებმა წარუდგინეს თავიანთი მოსაზრებები, რომელთა ირგვლივ დისკუსია გაიმართა. როგორც აღინიშნა, ჯამურად დანახარჯები მედიკამენტებზე დიდია.

კვლევების მონაცემებით, ჯანდაცვაში კატასტროფული დანახარჯები აქვს ყოველ მეხუთე ადამიანს, მათგან 70% არის დახარჯული მედიკამენტებში. მილიარდი ლარიდან 726 მლნ ლარი იხარჯება ქრონიკული დაავადებულებებისათვის მედიკამენტებზე. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მდგომარეობა არც თუ სახარბიელოა, ვინაიდან თუკი მედიკამენტებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, დიდ პრობლემად რჩება ფინანსური ხელმისაწვდომობა.

გამოითქვა მოსაზრებაც, რომ საჭირო იქნება კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, დღევანდელი რეგულაციების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია და სხვა.

აკაკი ზოიძის განცხადებით, თვითმიზანი არაა მკაცრი რეგულაციების შემოღება, მაგრამ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა, რათა მოსახლობას მედიკამენტებზე დანახარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდეს.

გადაწყდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, აღნიშნულ საკითხებს კიდევ ერთი ზეპირი მოსმენა და დისკუსია დაეთმობა.

მოკვლევის შემდგომ კი კომიტეტი შეიმუშავებს შესაბამის დასკვნას და რეკომენდაციებს, სადაც გათვალისწინებული იქნება მოსახლეობისათვის, საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ხარისხიანი მედიკამენტების ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხები.

თემატური მოკვლევის პროექტი USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მხარდაჭერით ხორციელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R