საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ანრი ოხანაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში

მედია და საზოგადოება 27 აპრილი 2021
ანრი ოხანაშვილი: მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში

„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდება. ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგი გამართა:

„ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები შარლ მიშელის ეგიდით. იცით, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით, საბოლოოდ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილ იქნა კონკრეტული შეთანხმება. ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები.

ამის შესაბამისად, ამ შეთანხმებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი შეეხება ამნისტიის აქტის გამოცემას. მოგეხსენებათ, რომ ბოლო დღეებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვმართავდით საკმაოდ საქმიან და ინტენსიურ შეხვედრებს იმ ოპოზიციურ ჯგუფებთან, რომლებიც არიან ამ შეთანხმების ხელმომწერნი.

ჩვენ გვქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. პრინციპების დონეზე ძირითადი თანხვედრა არის იდეებში და ძირითად საკითხებში, თუმცა არის გარკვეული განსხვავებები. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევასრულოთ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დავაინიციროთ ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობასა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხების გადაჭარბებული პოლიტიზება.

აქედან გამომდინარე, ამ ამნისტიის მიზანი მდგომარეობს იმ შეთანხმების შესრულებაში, რაზეც ყველამ ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა.

რაც შეეხება შინაარსობრივ საკითხს, ამნისტია გავრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19 -21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული.

ეს შეეხება როგორც დანაშაულის მომზადებას, ასევე მცდელობას. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი შეეხება ასევე პირობით მსჯავრს. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისზე შეიძლება არ გავრცელდეს, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა პოზიციები და ამ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად დავაახლოეთ ჩვენ პოზიცია. კონვენციური დათქმა, რომელიც გულისხმობს, რომ არ შეიძლება გავავრცელოთ ჩვენ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, ეს პუნქტიც არის ჩადებული ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში. ასევე ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი: პირი, რომელსაც არ სურს, რომ ისარგებლოს ამნისტიით, მას სრულად ექნება სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R