საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე: ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში

თავმჯდომარე 27 მარტი 2021
არჩილ თალაკვაძე: ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში

„ბევრი ჩვენგანი კლიმატის ცვლილებას აღიქვამს როგორც მისგან დისტანცირებულ პრობლემას, რომელიც სადღაც შორს არის - რეალურად, ეს აქ ხდება, ჩვენს უშუალო გარემოში. სწორედ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ გარემოზე და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალში დაგვაზღვევს იმ რისკებისგან, რასაც კლიმატური ცვლილებები, გარემოს დაბინძურება და გლობალური დათბობა ქმნის. ეს ხელისუფლებასთან ერთად, ყველა მოქალაქის გასაკეთებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ლიდერთა სკოლის“ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

შეხვედრა, რომელიც „დედამიწის საათს“ მიეძღვნა, ონლაინ ფორმატში გაიმართა. ონლაინ დისკუსიის მონაწილეებმა კლიმატურ ცვლილებებზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებზე იმსჯელეს.

დისკუსიაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე და დეპუტატები - ნოდარ ტურძელაძე, მარიამ ლაშხი და ხატია წილოსანი მონაწილეობდნენ.

ემისიების შემცირება, წყლის რესურსების მართვა, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ტყის რესურსები და მწვანე გარემო, ნარჩენების მართვა და ურბანიზაცია - ის საკითხები იყო, რომლის შესახებაც ონლაინ შეხვედრისას იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დეპუტატებმა ემისიების შემცირებასა და ეკოლოგიურად უფრო დამზოგველ ტრანსპორტზე, ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების გამოყენებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ლიდერთა სკოლის სტუდენტებს კითხვები ჰქონდათ ნარჩენების მართვის, ბუნებრივი კატასტროფების, ურბანიზაციის პროცესის, ელექტროტრანსპორტის წახალისების და გარემოს დაბინძურებაზე არსებული რეგულაციების შესახებ.

„დედამიწის საათი ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში. ამ დროს მსოფლიო მასშტაბით ცივილიზებული საზოგადოება განიხილავს, თუ რას მიაღწია კლიმატური ცვლილებების და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ, რა გამოწვევებია ამ სფეროში და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში. საამაყოა, რომ თითოეული თქვენგანი ამ გლობალური დისკუსიის მონაწილეები ხართ“, - მიმართა ლიდერთა სკოლის მონაწილეებს არჩილ თალაკვაძემ

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R