საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავმჯდომარე 05 Apr 2021
არჩილ თალაკვაძე ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კიშან დან დევალს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო წლების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა სექტორებს. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში შექმნილი ინდოეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი აქტიურ წვლილს შეიტანს პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაში.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოში ინდურ ინვესტიციებზე და გამოხატა ქართული მხარის მზადყოფნა, ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შეთავაზებით ინდოეთის რესპუბლიკასთან კიდევ უფრო გააღრმავოს ბიზნეს ურთიერთობები.

არჩილ თალაკვაძემ დადებითად შეაფასა მხარეების თანამშრომლობა განათლების სფეროში, რაც ქართული უნივერსიტეტებით ინდოელი სტუდენტების დაინტერესებაში გამოიხატება. პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა პოემა „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემას ჰინდის ენაზე და აღნიშნა, რომ იგი დამატებით ხელს შეუწყობს ინდოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციას. აგრეთვე, მან ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ 2017-2018 წლებში მოსახლეობას ჰქონდა საქართველოში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებთან მოლოცვის შესაძლებლობა.

გარდა ამის, არჩილ თალაკვაძემ ელჩს გააცნო ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები და ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შესახებ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიშან დან დევალს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R