საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

თავმჯდომარე 16 აპრილი 2021
არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მრავალსაუკუნოვან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად მიმდინარეობდა სახმელეთო-სატრანზიტო გადაზიდვები და განხორციელდა მრავალი სატრანზიტო მიმოსვლა სომხეთის მოქალაქეების სომხეთის რესპუბლიკაში დაბრუნების მიზნით. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივ თანამშრომლობაზე ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების დინამიურ თანამშრომლობაზე, რაშიც განსაკუთრებული წვლილი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს მიუძღვით.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის ომმა ძირეულად შეცვალა მანამდე არსებული რეგიონული გეოპოლიტიკური სურათი და ხაზი გაუსვა მშვიდობიანი მოლაპარაკებების მნიშვნელობას გრძელვადიანი სტაბილურობის დამყარების პროცესში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთში არსებული პროცესები და გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ მუშაობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R