საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 იანვარი 2021
ბექა ოდიშარია ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ფორმატში არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე პანდემიით გამოწვეულ გამოწვევებზე.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი ახალგაზრდა, თუმცა ძალზე გამოცდილ დიპლომატს, რომელიც უდიდესი სიმპატიითა განწყობილი საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ლიუტუვის ელჩს გავაცანი წინა მოწვევის პარლამენტში ჩემ მიერ ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე განხორციელებული აქტივობები, ასევე მის წინამორბედთან არსებული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, ეკონომიკური მიმართულებით. ზოგადად, ლიეტუვის სახელმწიფოს საქართველოს მიმართ ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით ძალიან საინტერესო ხედვა აქვს. საუბარი, ასევე შეეხო კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ლიეტუვის ელჩთან შეხვედრაზე, მხარეები აქტიურ სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„მე-10 მოწვევის პარლამენტში, მე ვიქნები ლიეტუვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ძალიან აქტიური წევრი. თუ პანდემია საშუალებას მოგვცემს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ერთობლივი ღონისძიებები გაიმართება ლიეტუველი კულტურის მოღვაწეების მონაწილეობით საქართველოში. მივესალმები, მათ მზაობას მონაწილეობა მიიღონ ფართომასშტაბიან ღონისძიებებში და ამასთან დაკავშირებით, ბატონ ელჩს საორგანიზაციო საკითხების გადაჭრაში სრული მხარდაჭერა აღვუთქვი“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R