საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ბექა ოდიშარიამ მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

მედია და საზოგადოება 17 მარტი 2021
ბექა ოდიშარიამ მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ პარლამენტის წევრებთან ერთად, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანის კულტურის მუზეუმში, პარლამენტის სახელით, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ბექა ოდიშარიამ მიულოცა და საჩუქრად ქართული ტრადიციული ნუგბარი გადასცა.

„როგორც საქართველოში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ მრავალსაუკუნოვან ჩვენს მოძმე აზერბაიჯანელ ერს, მინდა გულით და სულით მივულოცო ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული. ვფიქრობ, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს აზერბაიჯანელი ხალხის ძმობის გამოსახატად, წარმოდგენილია ყველა კომიტეტის წარმომადგენლით და ქალთა მრავალრიცხოვანი დეპუტაციით. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ უკვე მეხუთე წელია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის გარდა, ვარ კრწანისისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, სადაც თავმოყრილია აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი თანამოქალაქეების, აზერბაიჯანელი მოსახლეობის ძალიან დიდი თემი. როდესაც ვსაუბრობთ ეთნიკურ უმცირესობაზე, ეს ალბათ პირობითი ცნებაა, რადგან ჩვენ ვართ ერთი ქვეყნის შვილები. მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ყველა იმ საზოგადო მოღვაწეს, ფილოსოფოსს, ხელოვანს კულტუროლოგს და სხვებს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ ფათალი ახუნდოვი და აკაკი წერეთელი, რომელთაც სამარადჟამოდ დააკავშირეს ჩვენი ერები, არა მხოლოდ პოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად არამედ, კულტურულადაც. მოგეხსენებათ, „ლენქორანის ხანის ვეზირი“ „ხანის ვეზირის“ სახელწოდებით, თარგმნა აკაკი წერეთელმა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რაოდენ ახლო იყო ის აზერბაიჯანულ კულტურასთან. ჩვენ, მივყვებით ამ სტრატეგიულ ძმობას და მეკავშირეობას. აქ წარმოდგენილია ახალგაზრდა თაობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ მათ მომავალ დაახლოებას. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ღონისძიება, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოსა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის სახლ-მუზეუმის ორგანიზებით გაიმართა.

 

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R