საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 26 Apr 2021
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

პარლამენტის წევრების ჯგუფის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მეწარმეთა შესახებ“ კანონი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლტიკის კომიტეტმა დღეს სხდომაზე.

ოცდახუთამდე კანონპროეტისგან შემდგარი პაკეტი, ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გამოიტანა პირველი მოსმენით განსახილველად.

საკითხის წარდგენისას მომხსენებელმა განაცხადა, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში აქტიურად თანამშრომლობდნენ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტთან და მისი ეგიდით ბიზნესის წარმომადგენლებთან, რაც, მისი თქმით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ასეთი საჭირო ახალი კანონის პროექტზე მუშაობისას. „ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანებთან კონსულტაცია, ვისაც უნდა შეეხოს მომავალში ეს საკანონმდებლო რეგულაციები. რა თქმა უნდა, მათთან დიალოგს აქვს ყველაზე უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. მან კანონის ძირითად არსზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ აუცილებლობაზე, რამაც ახალი კანონის შემუშავების საჭიროება გამოიწვია.

მისი თქმიღ, ახალი კანონის შექმნის საჭიროება გაჩნდა იმის გამო, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი 1994 წელსაა მიღებული და მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი რედაქციის შემდგომ არაერთი ცვლილება განიცადა, სრულყოფილად ვერ ასრულებს დასახულ მიზნებს. კანონის შემუშავების შემდგომ კორპორატიული ურთიერთობების მოცულობისა და სირთულის ზრდამ, ასევე ბიზნეს სექტორის სწრაფმა განვითარებამ, საჭირო გახადა უფრო დეტალური, თანამედროვე მოთხოვნებსა და გამომწვევებზე მორგებული რეგულაციების შემუშავება. “მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მიღების შედეგად, სამეწარმეო ურთიერთობებში კანონის როლი და დანიშნულება გაძლიერდება. კანონპროექტით შემოთავაზებული მთელი რიგი ნორმებისა, ერთი მხრივ, საწესდებო ავტონომიის პრინციპს გაამყარებს, ხოლო, მეორე მხრივ, მარეგულირებელ ფუნქციას შეასრულებს ამგვარი ავტონომიით სარგებლობის პროცესში.

სხდომაზე კანონპროექტის განხილვაში დეპუტატებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ბიზნესასოციაციების და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები. წარმოდგენილი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დაისვა მრავალრიცხოვანი შეკითხვები, რაზეც მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პროექტს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის შეფასებით, „ამ კანონის ინიცირება ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია. სამუშაო შეხვედრების დროს კანონპროექტთან დაკავშირებით სხვადასხვა სუბიექტების მხრიდან გაჩნდა მთელი რიგი შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც ინიციატორებსაც გადაეგზავნათ და უფრო დეტალურად ამის შესახებ მეორე მოსმენის რეჟიმში გაგრძელდება მსჯელობა“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ზურაბ ძნელაშვილმა კომიტეტში განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“კონვენცია.

მან ასევე კომიტეტზე გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონ ჰონგ კონგს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ენერტგეტიკის სფეროს აქტუალობიდან და ზოგადად დარგის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შემავალი ენერგეტიკის პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნა. საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დოკუმენტაცია დეპუტატებს წინასწარ დაურიგდათ.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R