დავით სონღულაშვილი მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელს შეხვდა
მედია და საზოგადოება 09 მარტი 2021

მხარეებმა სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა განიხილეს და კომიტეტსა და ასოციაციას შორის თანამშრომლობის სამომავლო ფორმატებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ურბანული განვითარების პოლიტიკაზე გამახვილდა. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ იმ აქტუალური პრობლემებისა და გამოწვევების მოსაგვარებლად, რომლებიც ამ კუთხით არსებობს.