საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 28 აპრილი 2021
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე უძღვებოდა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და 2021 წელს დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

კულტურის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა მერაბ ჩუხუამ, ცენტრის საქმიანობაზე, კავკასიელი ხალხების დიასპორულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან არსებული კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მერაბ ჩუხუამ, დამსწრე საზოგადოებას შეახსენა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: ჩერქეზი ერის ისტორიისა და კულტურის კვლევა-პოპულარიზაცია, ჩრდილოკავკასიის ხალხთა და თვითმყოფად კულტურათა შორის დიალოგის წარმოება; საქართველოს ინტელექტუალური რესურსის გააქტიურება, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენლების, ასევე უცხოეთში არსებული კავკასიოლოგიური ცენტრების გაერთიანება კავკასიის რეგიონში შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მისაღწევად.

მომხსენებლის თქმით, თანამედროვე საქართველოს ჩრდილოკავკასიური მიმართულება ქვეყნის სამეცნიერო-კულტურული პოლიტიკის ერთიან და განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. ამ მხრივ თანამიმდევრული, მწყობრი ნაბიჯების გადადგმა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონული მასშტაბის ანგარიშგასაწევ ძალად (Regional Power) ფორმირებას და საზოგადოდ სახელმწიფოებრივი პოზიციების განმტკიცებას.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცენტრმა 2011 წლიდან დღემდე არაერთი კულტურული და სამეცნიერო ღონისძიება განახორციელა.

მერაბ ჩუხუას თქმით, ქართულ-კავკასიური დიალოგის ფარგლებში კიდევ უფრო ნაყოფიერი შეიძლება გახდეს, ჩეჩნური, დაღესტნური, ინგუშური და ყარაჩა-ბალყარული მიმართულების გაძლიერება კულტურულ-სამეცნიერო ურთიერთობის გაღრმავებით.

„დღეს ჩვენ გვაქვს პირდაპირი დიალოგი ინგუშებთან, ჩერქეზებთან, ჩეჩნებთან, ოსებთან, დაღესტნის ყველა ხალხებთან, რაც ქართულ-კავკასიური დიალოგის ფარგლებში შეიძლება კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს“, - განაცხადა მერაბ ჩუხუამ.

მომხსენებელმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და მოსაზრებებზე ქართულ-კავკასიური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებებთან დაკავშირებით, დეტალური განმარტებები გააკეთა და განსაკუთრებული ყურადღება საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების გაფართოების და განვითარების მიმართულებით გააკეთა.

„უმნიშვნელოვანესი თემაა, მასზე მსჯელობა გაგრძელდება მომდევნო სხდომებზეც და ამ მიმართულებით ჩვენი მუშაობა იქნება ინტენსიური“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჭიჭინაძემ.

დღესვე კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეძმარიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R