საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნულ მედიაპროექტთან „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ონლაინ პლატფორმასთან IZRUNE.GE თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

მედია და საზოგადოება 29 მარტი 2021
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ეროვნულ მედიაპროექტთან „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ონლაინ პლატფორმასთან IZRUNE.GE თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო პროექტის - „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“ ფარგლებში, ეროვნულ მედიაპროექტთან „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიურ ონლაინ პლატფორმასთან IZRUNE.GE თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ და ეროვნული მედიაპროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, მემორანდუმზე ხელმოწერით საფუძველი ეყრება შესანიშნავ წამოწყებას.

„ადამიანს აქვს ფუნდამენტური უფლება - იყოს ბედნიერი და ეს პროექტი ნამდვილად იძლევა იმის საშულებას, რომ ადამიანმა განიცადოს ბედნიერება. დღეს, ჩვენ ვართ მოწმე, რომ საფუძველს ვუყრით საქმეს, რომელიც მოგვცემს იმას, რაც არის ჩვენი დანიშნულება, ჩვენი დიდი სურვილიც და ოცნებაც - ჯერ ონლაინ რეჟიმში, ეკრანებიდან დავიბრუნებთ ჩვენს ემიგრანტებს და ხვალ-ზეგ კი, მათ აუცილებლად დავიბრუნებთ რეალურად“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი წარსული, ახლა აქვს ონლაინ აწმყო, მაგრამ უახლოეს დღეებში მას ისევ ექნება ტელეეთერი და მასშტაბური მომავალი.

„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პლატფორმა დაუბრუნდეს სატელევიზიო ეთერს და ეს მოხდება ერთი თვის განმავლობაში. ამ პროექტს აქვს ინტერაქციის მაქსიმალური დონე. გადაცემას ერქმევა „ქართველობის სიმფონია - ჩემი, შენი, ჩვენი ემიგრანტები“. ამ პლატფორმის საშულებით თითოეულ ოჯახს საშუალებას მივცემთ მიესალმონ მთელ საქართველოს იმიტომ, რომ აუდიტორია იქნება ძალიან ფართო. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე საინტერესო სიურპრიზი. ვფიქრობთ, რომ ყოველი წლის ბოლოს ან ყოველ წელს 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღეს პროექტში მონაწილე ოჯახების პირველი ათეული ან პირველი ოცეული ამ გადაცემის და პლატფორმის ხარჯებით ჩამოვიყვანოთ საქართველოში, როგორც ქართველობაზე ყველაზე მზრუნველი ოჯახები და დავაჯილდოვოთ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ეროვნული მედიაპროექტის - „ეტალონი“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ონლაინ პლატფორმის - IZRUNE.GE ავტორის, გოჩა ტყეშელაშვილის განცხადებით, საქართველოს სინამდვილემ ცხადყო, რომ მსგავსი პროექტი ქართულ დიასპორას სჭირდება.

მან ასევე, ისაუბრა მემორანდუმის მიზნებზე და პროექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტის გზებზე.

„მინდა მივულოცო ყველას, ჩვენ ამ საკითხის ტექნოლოგიურად გადაწყვეტა შევძელით. პირველი გადაცემა გავა 25 აპრილს, მეორე - დამოუკიდებლობის დღისთვის და შემდეგ კი, უკვე შემოდგომისთვის მოვემზადებით. საშუალო გათვლით, ყოველთვიურად პროექტში ჩართული იქნება 200 ათასი ემიგრანტის ოჯახი. პროექტის განხორციელების პროცესში დაგეგმილია საკვირაო სკოლების აქტიური ჩართვა. ეს არ არის წარმოუდგენელი. ამის გაკეთება ჩვენ რეალურად შეგვიძლია“, - აღნიშნა გოჩა ტყეშელაშვილმა.

ურთიერთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის მიზანია:

  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის და მათი ოჯახებისთვის ინდივიდუალური და სისტემურად გააზრებული ადაპტირებული გასართობი, შემეცნებითი პროგრამებით უზრუნველყოფა;
  • საქართველოს მოსახლეობისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების და მათი ოჯახების წარმოჩენა, სხვადასხვა მედია პლატფორმების საშუალებით;
  • ემიგრანტების ოჯახებში დედა ენის პოპულარიზაცია და ცოდნის გაღრმავება ადაპტირებული საგანმანათლებლო მეთოდებით;
  • ქართველი ემიგრანტების და მათი ოჯახების ინდივიდუალური და სისტემური წოდებითი წახალისება;
  • მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოქმედი საკვირაო სკოლების ეფექტურობის გაზრდა მოსწავლეთა მოტივაციის, წახალისების და შეფასება-სტიმულირების გზით.

მემორანდუმის საფუძველზე კომიტეტი იღებს ვალდებულებას:

  • სასტარტო ინტერნეტ-გადაცემებში მონაწილეობისთვის შეარჩიოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ქართველი ემიგრანტები და მათი ოჯახების შეთანხმებული რაოდენობა;
  • საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში კომიტეტი მხარს დაუჭერს პროექტს, მის მიერ დასახული იდეისა და საპროექტო მიზნების განხორციელებას, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ;
  • კანონით მინიჭებული კომპეტენციისა და საჭიროების შესაბამისად, კომიტეტი დაეხმარება პროექტს სამართლებრივი, საინფორმაციო, საკომუნიკაციო და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის გადაწყვეტაში.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას გააგრძელონ და სტრატეგიულად გააღრმავონ წარმატებული თანამშრომლობა პროექტის სასტარტო პერიოდში და ამის შემდგომაც.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი მუხრან გულაღაშვილი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R