საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 22 Feb 2021
დიმიტრი ხუნდაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.

მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

ყურადღება დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. შეხვედრაზე  მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს.

„საქმიანი და საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ გლობალურ გამოწვევებზე, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება კოვიდ ინფექციას და მასთან ბრძოლის გზაზე ვაქცინაციის პროცესის სწორად მართვის საკითხებს დაეთმო. მნიშვნელოვანია, რომ იაპონიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა კოვაქს პლატფორმაზე, საიდანაც ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომაც უნდა მიიღოს დახმარება. იაპონიას ასევე აქვს დახმარების პროგრამის მეორე ხაზი, რომელიც სამედიცინო აღჭურვით  დახმარებას ითვალისწინებს და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განახორციელეს კიდეც გარკვეული აქტივობები. ჩვენი თხოვნის საფუძველზე, ელჩმა მზადყოფნა გამოთქვა  სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარონ ახალგორის მიმდებარე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ქსოვრისის ამბულატორიის შენობას, რომლის მშენებლობა მუნიციპალიტეტმა უკვე დაასრულა. ბუნებრივია, საუბარი პოლიტიკურ საკითხებს და ქვეყანაში პოლარიზაციის განმუხტვის მიზნით  საერთაშორისო მხარდაჭერას, მხარეთა დაახლოების მიზნით მათ მიერ ფასილიტატორის ფუნქციის შესრულებას შეეხო. დიპლომატები რეალურად აფასებენ შექმნილ ვითარებას და აცხადებენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა არის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა  იყოს დაცული. მან გამოთქვა იმედი, რომ პოზიცია და ოპოზიცია შეძლებს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას და ყოველგვარი ულტიმატუმის გარეშე შეძლებენ საერთო კომპრომისის მოძებნას“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R