საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს“

მედია და საზოგადოება 17 Dec 2020
დიმიტრი ხუნდაძე: „ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარს დაუჭერს“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა სამუშაო რეჟიმში ჩატარდა.

კომიტეტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიმართულებები განიხილეს და ყურადღება ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე გამახვილდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება მომავალი წლისთვის მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5.5 მლრდ. ლარი იქნება.

„პარლამენტში 2021 წლის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი შემოვიდა. დოკუმენტი თვისობრივად განსხვავდება იმ ვარიანტისგან, რაც მანამდე იყო წარმოდგენილი. კომიტეტის ახალ შემადგენლობას პრეზენტაციის ფორმით გავაცანით ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მიმართულებები და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებმა ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით მოხსენებები წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად იზრდება და მისი მოცულობა 5 563 მლნ. ლარს შეადგენს, რაც წინა წარმოდგენილ პროექტთან შედარებით 711 მლნ. ლარით მეტია. ბიუჯეტის პროექტში ასახულია ახალი კორონა ვირუსის - კოვიდ 19-ით გამოწვეული პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. რასაკვირველია, პანდემიიდან გამომდინარე, ყველაფრის პროგნოზირება რთულია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ყველა შესაძლო დანახარჯი, რაც შეიძლება ამ პროცესს მოყვეს. საუბარია როგორც კლინიკების მართვაზე, ასევე საწოლ ფონდის დამატებითი რესურსების საჭიროებებზე და ვაქცინაციის პროგრამის ეფექტურად განხორციელებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტი, პლენარულ სხდომაზე, მის მხარდაჭერას აპირებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R