საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 19 მაისი 2020
დიმიტრი ხუნდაძე: „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება

„საქართველო ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. მიუხედავად გლობალურად მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა, ამ ეტაპისათვის საქართველომ ყველასათვის სასურველ შედეგს მიაღწია“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, ასეთი წარმატება სწორი სტრატეგიის შედეგად იქნა მიღწეული.

„თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემია არ დასრულებულა, ინფექციის გავრცელების საფრთხე კვლავ არსებობს, რაზეც საუბრობენ დარგის აღიარებული სპეციალისტები. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ამისთვის აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის, საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი; საკარანტინო სივრცეების მართვა; საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება; საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება; პრევენციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგ. პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა. შ.“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება და საკომიტეტო მოსმენების შემდეგ სესიაზე განიხილება. „ცვლილებების მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლევს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს. „ქართული ოცნების“ გუნდმა პოლიტიკური მოღვაწეობა დავიწყეთ ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რაც დღემდე მთავარ პრიორიტეტად რჩება. ამ ცვლილებების არსიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მოქალაქეებზე ზრუნვას და მათი სიცოცხლის დაცვას“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R