საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე - „სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა!“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 16 იანვარი 2020
დიმიტრი ხუნდაძე - „სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა!“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ბრიფინგი გამართა და „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, გავრცელებულ განცხადებებზე ისაუბრა.

„ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს შეტევა „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე. მინდა გითხრათ, რომ სიკეთის დისკრედიტაცია ბოროტებაა! „საყოველთაო საპატიმრო პროგრამის“ ავტორები, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შემქმნელებს „C“ ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს.

ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ ქართულ ოცნებას, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ,,C’’ ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება.

წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება. ,„,C" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით, რომლითაც საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა, ამ დროისთვის 65.000 ადამიანმა ისარგებლა.

აქედან, 58.000-მა უკვე დაასრულა მკურნალობა და მათი განკურნების მაჩვენებელი 98%-ზე მეტია. ამ პროგრამას იწუნებენ იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომელთაც ციხეებში ჰყავდათ გამომწყვდეული 25.000-მდე პატიმარი და აქედან, თითქმის ნახევარი „C" ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული და "სიკვდილის" რეალური კანდიდატი იყო. მაშინ ამ ვითარებამ ევროპულ სასამართლომდეც კი მიაღწია და 5 საქმეზე დაუდგინდა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა არაადექვატურ მკურნალობასთან და სისტემურ დარღვევებთან დაკავშირებით, რაც არა მხოლოდ პაციენტთა ჯანმრთელობის, არამედ, სახელმწიფოს იმიჯისთვისაც საკმაოდ საზიანო იყო. „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი „C" ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა სასჯელაღსრულების სისტემიდან დაიწყო და შემდეგ მის გარეთაც გაფართოვდა.

საბოლოოდ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2014 წლის 12 ნოემბრის 1211-ე შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ 2012 წლის შემდეგ გატარებული ღონისძიებები. საქართველოში სკრინინგის მოცვის პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში, კიდევ უფრო გავრცელდა და გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით 1200 წერტილში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული, მაგრამ არ მოსწონს ჭიაბერაშვილს.

გაურკვეველ კალკულაციებს აკეთებს, ივიწყებს წარსულს და ცდილობს, რეალობა თავდაყირა დააყენოს. დაგვიწუნა 65.000 ნამკურნალები პაციენტი და ბრალი დაგვდო, კიდევ 2000 პაციენტის სამკურნალო პრეპარატი გქონდათ და რატომ არ გამოიყენეთო? თითქოს ამ 2000 პაციენტს უარი ვუთხარით მკურნალობაზე. ის კი არ იცის, ან არ უნდა იცოდეს, რომ წამლის მარაგის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია და 3-5%-ის ფარგლებში მეტობა დასაშვებია. ეს არ არის დანაშაული.

სჯობს წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას. სპეკულაცია თითქოს ფინანსური ბარიერი იყო პაციენტთა დაბალი აქტივობის მიზეზი, არასწორია, რადგან ამ პრობლემის სრულად მოხსნის შემდეგაც პაციენტთა ჩართულობის ტემპი რადიკალურად არ გაზრდილა.

სამწუხაროა, მაგრამ ადამიანები სხვა პრიორიტეტებს უფრო ანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა და ამავე დროს მიუღებელიც იმ ადამიანებისაგან "ჭკუის სწავლება", რომელთაც თავის დროზე, ჰქონდათ შესაბამისი თანამდებობაც და ბერკეტებიც, რომ საქმე ეკეთებინათ, მაგრამ მათ ამ ქვეყნისათვის და უშუალოდ ჯანდაცვის სისტემისთვის არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველაფერს კადრულობენ, სიკეთეზე თავდასხმასაც კი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R