ელისო ბოლქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას შეხვდა. შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ბატონი იმამურა 4 თვეა იმყოფება საქართველოში. ჩვენ დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. ელჩის სურვილია, ჩაერთოს საგანმანათლებლო-სახელოვნებო რეფორმების პროცესში. ის ასევე დაეხმარება საქართველოს, რომ რომელიმე სკოლამ მოიპოვოს გრანტი და შევძლოთ რამდენიმე ინსტრუმენტის შეძენა. ბატონი ელჩი დაინტერესებულია, რომ საქართველოში იაპონური კულტურის დღეები ჩაატაროს იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით. თვითონ არის მუსიკოსი და გულთან ახლოს მიიტანა ახალგაზრდების მუსიკალური აღზრდისა და განათლების პრობლემები“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.