ელისო ბოლქვაძისა და იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიტორია კაზას ონლაინ შეხვედრა
მედია და საზოგადოება 15 აპრილი 2021

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ონლაინ შეხვედრა გამართა იტალიის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ვიტორია კაზასთან, რომელშიც ასევე იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო მონაწილეობდა. შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს კულტურის სფეროს მიმართულებით.
„ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გვქონდა . განვიხილეთ სახელოვნებო განათლების პრობლემები. ვისაუბრეთ ინოვაციური მიმართულებების პოვნაზე პანდემიური გამოწვევების ფონზე, ასევე კულტურული ტურიზმის მომავალი განვითარების შესაძლებლობებზე, გაცვლითი პროგრამების აქტუალიზაციასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა დანტეს საიუბილეო ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობაზე “, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.