საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა

მედია და საზოგადოება 23 დეკემბერი 2020
ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომა
 

საქართველოს მთავრობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე. სხდომის დასაწყისში, ფრაქციის თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრობის და მთავრობის წევრობის კანდიდატებს მიესალმა და სხდომის მუშაობის პროცედურებზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ ფრაქციის ფორმატში ვმართავთ შეხვედრას, შესაბამისად, შევეხებით მხოლოდ სამთავრობო პროგრამის სტრატეგიულ საკითხებს. ჩვენ ორი დღის განმავლობაში, კომიტეტეტის ფორმატში, უკვე გავმართეთ შეხვედრები, სადაც დეტალურად, საგნობრივად მინისტრობის კანდიდატებთან ბევრი თემა განვიხილეთ. 200-ზე მეტი შეკითხვა დაისვა, იყო კრიტიკაც, დისკუსიაც და სიღრმისეული საუბრები. ჩვენ ამის საშუალება ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ მოგვეცემა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქციის თავმჯდომარემ საპარლამენტო ტრიბუნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას დაუთმო, რომელმაც სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებზე, ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე თემატურად ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, 2020 წელი საკმაოდ რთული წელი იყო. თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ ფაქტობრივად გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე, რაც, რა თქმა უნდა, აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე – პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა – როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. პირველ რიგში, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ”, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე, განვახორციელოთ სრულად, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მიზანი და ოცნებაც არის 4 წლის თავზე ჩვენ შევძლოთ გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის და ეს განაცხადი უნდა იყოს აბსოლუტურად დასაბუთებული. ამ განაცხადის დასაბუთებულობა ნიშნავს რამდენიმე განზომილებაში ქვეყნის სერიოზულ განვითარებას – რა თქმა უნდა, დემოკრატიზაციის, ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ეს ყველაფერი არის იმ პროგრამის ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ფრაქციის წევრებმა შეკითხვებით მიმართეს და სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებაზე, როგორიც არის - პანდემია და ვაქცინაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონის გეოპოლიტიკის საკითხები და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობები, ეროვნული უსაფრთხოების ხედვები, პოლიტიკური დიალოგის შესაძლო შედეგები, განათლების, ეკონომიკის და გარემოს დაცვის საკითხები დამატებითი ინფორმაციები მოისმინეს.

მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საკითხზე პარლამენტი, რიგგარეშე სესიის 24 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, იმსჯელებს.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R