საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

გელა სამხარაული: „ილტოს წყალსაცავის მშენებლობა კახეთის რეგიონისთვის საუკუნის პროექტს წარმოადგენს“

მედია და საზოგადოება 30 Oct 2017
გელა სამხარაული: „ილტოს წყალსაცავის მშენებლობა კახეთის რეგიონისთვის საუკუნის პროექტს წარმოადგენს“

სახელმწიფოს ინიციატივითა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ილტოს ხეობაში, წყალსაცავის მშენებლობა დაიწყება. წინა საპროექტო სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი უკვე გამოყოფილია, რომელზეც ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხდდება.

მომდევნო ეტაპი გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური გეგმის საფუძველზე პროექტის შედგენას ითვალისწინებს. წყალსაცავი, რომლის სიმაღლე 118 მეტრი, ფართობი კი დაახლოებით 200 ჰექტარია, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში აშენდება. ტერიტორია, სადაც კახეთის რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელება იგეგმება, ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა, ახმეტის ახლად არჩეულ მერთან, იოსებ ქარუმაშვილთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელ არჩილ ბუკიასთან ერთად დაათვალიერა.

„ილტოს წყალსაცავის მშენებლობა ის მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც მრავალმხრივი დადებითი შედეგი ექნება. პროექტის განხორციელება პირდაპირ კავშირშია ილტოს ხეობის სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. ერთია, რომ წყალსაცავის ფუნქციონირება წყლით მომარაგების, ფართობების გასარწყავიანების და ენერგეტიკულ პროცესებს არეგულირებს, რასაც თავისთავად სასიცოხლო მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანია ილტოს ხეობაში ტურისტულ-რეკრეაციული ზონის შექმნა და სამუშაო ადგილების შექმნა. ეს საუკუნის პროექტია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო და მთელი კახეთის რეგიონისთვის იგი მეტად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის პირველმა მოადგილემ გელა სამხარაულმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R