საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ბერაია რაზვან როტუნდუს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 მაისი 2021
ირაკლი ბერაია რაზვან როტუნდუს შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა მეგობარ ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების, მათ შორის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

„რუმინეთი არის საქართველოს პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუმინეთი არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1991 წელს აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს არის პირველი სახელმწიფო, რომელმაც მოახდინა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველო და რუმინეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

„ეს განსაკუთრებით ეხება თავდაცვის სფეროს. რუმინეთი აქტიურად მონაწილეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში და ათეულობით დამკვირვებლით არის წარმოდგენილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. მოხარული ვიქნები ვიხილო რუმინელი კოლეგები საქართველოში და ასევე,პირველივე შესაძლებლობისთანავე ვესტუმრო ბუქარესტს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R