ირაკლი ბერაია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ და მისიის ხელმძღვანელმა კომიტეტსა და მისიას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ხაზი.
„ძალიან მნიშვნელოვანია ის როლი, რასაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასრულებს საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარედ უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფაში. რუსეთის ფედერაცია დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აგრძელებს „ბორდერიზაციას“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს. სამწუხაროდ, ევროკავშირის მისია მოკლებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის და საკუთარი მანდატის სრულფასოვნად განხორციელების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სადამკვირვებლო მისიამ საქმიანობა სრული მანდატით და შეუზღუდავად შეძლოს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.