საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

მედია და საზოგადოება 20 იანვარი 2021
ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა სურვილი გამოთქვა, იხილოს ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრად. 

საუბრის ერთ-ერთი თემა ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებები იყო, რომელიც თელავში, თებერვლის თვეში იგეგმება. 
შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. 

„ელჩს გავაცანით ჩვენი ხედვა - ის, რომ აბსოლუტურად ღია და მოწადინებული ვართ იმისთვის, რომ მოლაპარაკების პროცესი იქნება თუ სხვა ჩვენგან გადადგმული ნაბიჯები, მიმართული იყოს იმისკენ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები და დაიწყონ საპარალამენტო მუშაობა, მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყანა და მათ შორის უკვე ევროსაბჭო საპარლამენტო ასამბლეა და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები მათ პირდაპირ, ღიად მოუწოდებენ, რომ პოლიტიკური ცხოვრება გააგრძელონ საპარლამენტო მოღვაწეობით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R