საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

მედია და საზოგადოება 08 Apr 2021
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე უძღვებოდა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მსოფლიო ისევ კოვიდის პირობებში ცხოვრობს და ამ კანონპროექტის მიღებაც სწორედ  ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების საფრთხეებმა განაპირობა.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ გამოიტანა და კანონმდებლებს ცვლილებების ძირითადი არსი გააცნო.

მისი ინფორმაციით, ამ ცვლილებების მიზანია, გაჩნდეს საფუძველი იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსვლის ან/​და​ ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების შეკავებისა და მისი გავრცელების პრევენციული ზომების შემოღების მიზნით, ჯერ კიდევ შარშან მიზანშეწონილად ჩაითვალა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის შემოსვლისა და ყოფნისათვის საქართველოს მთავრობის მიერ შემოღებულიყო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.

ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 10 სექტემბერს მიღებულ იქნა №572 დადგენილება - „საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობებისა და წესის განსაზღვრის შესახებ“.

ამ დადგენილების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ ორგანული კანონი, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობა დადგენილებას იღებს იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი საკითხი მოწესრიგებული არ არის საქართველოს საკანონმდებლო აქტით. ამის შემდეგ კი დღის წესრიგში დგება საკითხი, რომ მთავრობამ პარლამენტს წარუდგინოს საკანონმდებლო აქტის პროექტი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა, ამ კანონპროექტის ინიცირებით, ახდენს დადგენილებით გათვალისწინებული საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების საკითხის ინიცირებას.

ამგვარად, როგორც სხდომაზე აღინიშნა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით გაჩნდება საფუძველი იმისათვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ საქართველოში შემოსვლის ​ან/და​ ყოფნის მიზნით, შესაბამის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა წრის მიმართ, დაადგინოს ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.

კომიტეტის წევრებმა აღნიშნული კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 Apr 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 Nov 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 Nov 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 May 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 May 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R