საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

მედია და საზოგადოება 06 აპრილი 2021
კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები და ამ კუთხით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები იყო.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სტუდენტური პარლამენტის წევრების ინტერესი შეეხებოდა რეგიონში არსებულ ვითარებას, საქართველოს ხელისუფლების მიერ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების კუთხით გატარებულ პოლიტიკას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს.

სტუდენტების კითხვები, ასევე, მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებები, მმართველი გუნდის გეგმები საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს ოფიციალური განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მასთან დაკავშირებით ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ სტუდენტური პარლამენტის წევრებს დეტალურად გააცნო პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო რეფორმის ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა პოლიტიკური პარტიების „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ.

შეხვედრის დასასრულს, კახა კუჭავამ ახალგაზრდებს, მათი ინტერესიდან გამომდინარე, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია მეცხრე მოწვევის პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მისი თავმჯდომარეობისას დანერგილი ინოვაციური საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების შესახებ, როგორიცაა თემატური მოკვლევის პრაქტიკა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R