საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 10 მარტი 2020
დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს შეხვდა.

შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადი ყურადღება დაეთმო ბავშვთა სიღარიბის შემცირების კუთხით ახალი პროექტის განხორციელების საკითხს, რომელიც სკოლებში ბავშვთა კვების პროგრამის ამოქმედებას უკავშირდება. 

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კომიტეტს იუნისეფთან მუშაობის მდიდარი ტრადიცია აქვს და ერთობლივად არაერთი პროგრამაც განახორციელეს, პერიოდულად კი ამ პროგრამების რევიზიასაც ახდენენ. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ იუნისეფის მხრიდან აქამდე განხორციელებული პროექტები და ინიციატივები არის პოზიტიურად შეფასებული. 

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ერთი ის, რომ მოვახდინოთ მოსახლეობის სწორი ინფორმირებულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ოპონენტები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს 77 ათასი ბავშვი შიმშილობს და ამის გამო წელიწადში 300 ბავშვი იღუპება. ეს არის ძველი მონაცემები - 2009-2011 წლების. დღეს ეს მონაცემები შეცვლილია. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ქვეყანაში შიმშილის გამო არც ერთი ბავშვი არ იღუპება, თუმცა არასრულფასოვანი კვება და ბავშვთა სიღარიბე დღეს კიდევ რჩება პრობლემად. სწორედ ამაზე ვისაუბრეთ - კიდევ რა შეიძლება დამატებით გაკეთდეს იმისათვის, რომ სიღარიბის დაძლევის დინამიკა იყოს უფრო ეფექტური და ხელშესახები. ჩვენ დავაყენეთ საკითხი სკოლებში კვების შემოღების პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით რომ გაგვიწიონ მათ ტექნიკური დახმარება. მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნის სურვილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი კარგი საშუალება ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით, ისე რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე პილოტური პროგრამა სწრაფად ამუშავდება რამდენიმე სკოლაში და შემდეგ, რა თქმა უნდა, სრულფასოვანი პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს
17 მაისი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში სხვადასხვა კანონპროექტზე იმსჯელეს

მსგავსი

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა
26 აპრილი 2021

დიმიტრი ხუნდაძე ისრაელის ელჩს შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა
26 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სოციალური დახმარების სისტემის მუშაობის ანგარიში მოისმინა

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   
23 აპრილი 2021

ვლადიმერ კახაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა   

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს
22 აპრილი 2021

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R