საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია რაინჰარდ ბიუტიკოფერს და ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა 21 Jan 2020
კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია რაინჰარდ ბიუტიკოფერს და ჟან კრისტოფ ბელიარდს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავასა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ვიზიტი ქ. ბრიუსელში გრძელდება. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე კახაბერ კუჭავას მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მწვანეთა ფრაქციის საგარეო პოლიტიკურ საკითხთა კოორდინატორთან, რაინჰარდ ბიუტიკოფერთან და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან.

კახაბერ კუჭავა ევროპელ კოლეგას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ჰუმანიტარულ კრიზისსა და უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე ესაუბრა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ის საფრთხე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია როგორც მეზობელი ქვეყნებისთვის, ისე სრულიად რეგიონისთვის, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში, ხაზი გაესვა ევროპელი პარტნიორების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტის აქტუალურობის შენარჩუნებას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტარს ასევე ესაუბრა ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნო საქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების გზით მიღწეული შედეგები. კახაბერ კუჭავამ შეხვედრისას, ისაუბრა 2017 წელს დაწყებულ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ქვეყნის მართვის სრულიად საპარლამენტო მოდელზე გადასვლას და 2024 წლისთვის, მოქმედი საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციული სისტემით ჩანაცვლებას გულისხმობს.

ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, ჟან კრისტოფ ბელიარდთან შეხვედრისას, კახაბერ კუჭავამ ვრცლად მიმოიხილა სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო, საარჩევნო და სასამართლო რეფორმის შედეგები. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებულ შედეგებზე. ირაკლი ბერაიამ ჟან კრისტოფ ბელიარდს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ უმძიმეს ვითარებასა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის მიზნით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ზოგადად, ევროკავშირის როლი და მნიშვნელობა. მან ასევე, ისაუბრა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობაზე.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
18 Apr 2021

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მსგავსი

კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა
06 Apr 2021

კახა კუჭავა სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა
02 Apr 2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახაბერ კუჭავა ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, რან გიდორს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მონაწილეობა მიიღო
26 Mar 2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „აქციე გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ მონაწილეობა მიიღო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა
25 Mar 2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახაბერ კუჭავამ „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის 2020“ დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R