საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

მედია და საზოგადოება 18 აპრილი 2021
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 19-22 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას. 

სესიაზე მსჯელობის მთავარი თემა გლობალური პანდემია და კოვიდ 19-ის ვაქცინაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების საკითხი, ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ეთნიკური უმცირესობების  მდგომარეობა, ევროპის საბჭოს სტრატეგიული პრიორიტეტები და მსოფლიოში მიმდინარე აქტუალური პროცესები იქნება.

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და მათი სრულფასოვანი ინტეგრირებისთვის სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ასამბლეას სიტყვით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი, გივი მიქანაძე მიმართავს. 

სასესიო და საკომიტეტო მუშაობის პარალელურად, დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ.

დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის წევრების შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალურ მდივან, ანდრეას კიფერთან, ასევე, ევროპის საბჭოსა და საპარლამენტო ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირებთან. 

„მნიშვნელოვანია, რომ ამ საგაზაფხულო სესიას სიტყვით მიმართავს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავით სასოლი, მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტი, ასევე იქნება დებატები, იქნება როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ასევე, ადამიანის უფლებათა კომისრის, დუნია მიატოვიჩის სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც, ვგეგმავთ,  რომ ყურადღება გავამახვილოთ მის ვიზიტზე წლის განმავლობაში საქართველოში და განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მხრივ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მუშაობაში მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები: კახა კუჭავა, მარიამ ქვრივიშვილი, გივი მიქანაძე, თამარ ტალიაშვილი და ლევან იოსელიანი მიიღებენ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R