საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

მიხეილ სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებაზე - „ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული შეთანხმებით“

მედია და საზოგადოება 27 აპრილი 2021
მიხეილ სარჯველაძე ამნისტიის კანონპროექტის ინიცირებაზე - „ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული შეთანხმებით“

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული პირველი შეხვედრა შეაჯამა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებთან მიმართებით საერთო ხედვის წერტილები გამოიკვეთა, კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება.

„კარგი შეხვედრა იყო იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო ხედვის წერტილებიც მოინახა, თუმცა დარჩა საკითხები, რომელთა მიმართაც განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს. ჩვენი მხრიდან რაც შეგვიძლია ვთქვათ  - ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას, რაც განსაზღვრულია კონკრეტული შეთანხმებით, რაც ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებული ყველა სამართალდარღვევის ამნისტიას გულისხმობს, თუმცა ეს ისეთი ტიპის სამართალდარღვევას როგორიც არის ქალბატონი მაკო გომურის შემთხვევა, არ გულისხმობს. ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში ეს გამონაკლისის სახით იქნება და კონკრეტულად გაიწერება. ძირითადი სხვაობა რაც დარჩა განსხვავებული და რის გამოც არ ისურვა ოპოზიციის მხარემ დათანხმებოდა ჩვენ ინიციატივას, მდგომარეობდა შემდეგში - მათ სურდათ კანონპროექტში დამატებითი შეზღუდვების ჩადება, რომელიც გულისხმობდა სხვა კვალიფიკაციით მომავალში აღძრულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონის გავრცელებას. იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს იწურებოდა კანონპროექტის ინიცირების ვადა, მომავალში კანონპროექტის მიმართ დისკუსიები გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩვენ მოსაზრებებზე დავითანხმოთ, ყოველ შემთხვევაში დისკუსიები აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 
ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო
23 მაისი 2021

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელშეწყობით, სკოლებში პარლამენტარიზმის შესახებ ახალი პროექტის პილოტირება დაიწყო

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
ვებგვერდი მომზადებულია USAID-ის მხარდაჭერით. მასზე განთავსებული ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს აშშ-ის მთავრობის და USAID-ის შეხედულებებს.
USAID
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

USAID Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R