საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძე მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

მედია და საზოგადოება 18 თებერვალი 2021
ნიკოლოზ სამხარაძე მაიკე ვან კოლდამს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, საქართველოში ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრისას აღინიშნა საქართველოსა და ჰოლანდიას შორის, 2019 წლიდან მოყოლებული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არის პოზიტიური დინამიკა.

დიპლომატთან შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება და რომლებზეც საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ერთობლივად მუშაობენ.

მხარეებმა, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებაზე და იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი ამას საქართველოს საწინააღმდეგოდ.
შეხვედრისას, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში ნატოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დიპლომატს, საპარლამენტო დღის წესრიგზე ესაუბრა, გააცნო დაგეგმილი საარჩევნო რეფორმა და 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R