საქართველოს პარლამენტი

  • ღია პარლამენტი
  • გენდერული თანასწორობის
  • საპარლამენტო დიპლომატია
  • კვლევითი ცენტრი
  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

მედია და საზოგადოება 10 მარტი 2021
ნიკოლოზ სამხარაძემ ბრიტანელ კოლეგასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კოლეგას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტიდან, ტომ ტუგენდჰატს, ონლაინ ფორმატში შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმნილ უთანხმოებაზე და ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ პარლამენტის ბოიკოტირებაზე ისაუბრეს.

შეხვედრისას, განიხილეს რეგიონში არსებული რთული ვითარება და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების გაძლიერება. ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასევე, ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში ჰიბრიდული საფრთხეების მატებაზე.

„ქვეყანაში არსებული კრიზისი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია განსაკუთრებით ამ ვითარებაში, არის ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელი რითაც, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთმა შეიძლება იხეიროს“, - აღნიშნა ტომ ტუგენდჰატმა.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ბრიტანელი კოლეგა ასევე, დაინტერესდა ქვეყნის სამომავლო გეგმებით და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებით. მისი თქმით, ის ხედავს, რომ საქართველო არის ღირსი გახდეს ნატო-ს სრულფასოვანი წევრი.

მხარეები შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში კომიტეტების ერთობლივი სხდომა დაიგეგმება.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ უახლოეს მომავალში დავგეგმავთ კომიტეტების ერთობლივ სხდომას. სავარაუდოდ, ეს ჯერ იქნება ონლაინ რეჟიმში. ჩემი კოლეგა საქართველოში მოვიწვიე და შევთანხმდით, რომ მას შემდეგ, რაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოიხსნება, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო კომიტეტი საქართველოს პარლამენტს ვიზიტად ეწვევა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა
29 აპრილი 2024

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებზე იმსჯელა

მსგავსი

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა რეგლამენტში ცვლილებებს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდასთან დაკავშირებით მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
02 ნოემბერი 2022

პარლამენტმა სამხედრო ტიპის მუზეუმის შექმნის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

22 ივნისი 2021

ნიკოლოზ სამხარაძე  საქართველოში ავსტრალიის ელჩს  შეხვდა

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა
23 მაისი 2021

მაია ბითაძემ მუხროვანის ისტორიულ ტყეში არსებული მდგომარეობა ადგილზე მოინახულა

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R